12 ივნისი 2026,   13:34
ვრცლად
"ჩვენს რიგით მოქალაქეებს გამოხატვის თავისუფლების გამო აკავებენ" - გახარიას პარტია შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების ინიციატივით გამოდის

გახარიას პარტია შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების ინიციატივით გამოდის. ოპოზიციური ფრაქციის განცხადებით, ბოლო პერიოდში მიღებული რეგულაციები ზღუდავს მოქალაქეთა გამოხატვისა და პროტესტის თავისუფლებას.

გახარიას გუნდის საკანონმდებლო შეთავაზებას მმართველ გუნდსა და იუსტიციის სამინისტროში გამოეხმაურნენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ოპონენტებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეახსენეს. მათი განცხადებით, გახარიას გუნდის წევრების მხრიდან პროტესტის უფლებებზე საუბარი ცინიზმია, რადგან სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს სწორედ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს ძალის გადამეტების ფაქტებზე დაავალა ეფექტიანი გამოძიების ჩატარება, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა.

"ჩვენ ვაინიციირებთ კანონპროექტს, რომელიც შეეხება შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს. დღეს ჩვენს რიგით მოქალაქეებს გამოხატვის თავისუფლების გამო აკავებენ, შესაბამისად, ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა მოიცავს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის და სხვა თანმდევი სამართლებრივი აქტების ნაწილში, 2024 წლამდე არსებულ სამართლებრივ სტატუს-კვოს დავუბრუნდეთ," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ფარულავამ.

 

დღის ამბები