12 ივნისი 2026,   13:36
ვრცლად
ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, დელეგაციებთან ერთად განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება თანამშრომლობის გაფართოებისადმი - პრემიერი

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სადირ ჟაპაროვთან. ჩვენს დელეგაციებთან ერთად განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხებს შორის იყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საკითხები.

"განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის ვაჭრობა, დაკავშირებადობა, სოფლის მეურნეობა და სხვა - საერთო ინტერესების საკითხები. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაფართოებისადმი,"- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

დღის ამბები