12 ივნისი 2026,   13:38
ვრცლად
კათოლიკოს-პატრიარქმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო

საპატრიარქო რეზიდენციას დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო.

საპატრიარქოში იმყოფებოდნენ ისრაელის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, სომხეთის და თურქეთის ელჩები. თითოეულ დიპლომატთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. სტუმრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს და კიდევ ერთხელ გამოთქვეს მწუხარება უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე. შიო მესამემ ისაუბრა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით.

"ხაზი გაესვა ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას, ჩვენი ემიგრანტებისადმი ამ ქვეყნებში თბილ დამოკიდებულებას ამ სახელმწიფოების მხრიდან. საუბარი ასევე შეეხო იმ საყოველთაო პრობლემებს, რომელიც დღეს მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანას აწუხებს. ეს არის ტრადიციული ფასეულობების მოფრთხილება, ეს არის ოჯახის კულტურასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე საუბარი შეეხო იმ გლობალურ პრობლემებს, რომელიც არის დაკავშირებული მიმდინარე ომებთან, რაც საფრთხეს უქმნის ზოგადად, ყველა ქვეყნის საზოგადოებას და მშვიდობიან თანაცხოვრებას", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს.

დღის ამბები