საქართველოს პრემიერ-მინისტრის დელეგაციის ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და ყირგიზეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ყირგიზეთთან გაფორმებული მემორანდუმის და თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა.
"გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, სადაც ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ყირგიზეთის იუსტიციის სამინისტროსთან. შეხვედრა მქონდა ჩემს ყირგიზ კოლეგასთან, შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ ის გამოცდილება, რაც გვაქვს დაგროვილი საჯარო სერვისების სფეროში, სასჯელაღსრულების და პრობაციის მიმართულებით. მათ აქვთ ძალიან კარგი პროგრესი ე.წ. დებიუროკრატიზაციის მიმართულებით, ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება მათი გამოცდილება ამ კუთხით. მათ აინტერესებთ ჩვენი გამოცდილება იუსტიციის სახლების განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ ვფიქრობთ, პროდუქტიული თანამშრომლობა გვექნება ყირგიზ კოლეგებთან. იმედი გვაქვს, შემოდგომაზე გვეწვევა ჩემი ყირგიზი კოლეგა და თანამშრომლობის ახალი მიმართულებებიც გამოიკვეთება“, – განაცხადა პაატა სალიამ.