12 ივნისი 2026,   13:51
ვრცლად
გორდულაძე: გახარია ბრალდებულია 20 ივნისის საქმეში. მორალური უფლება არ აქვთ, სიტყვა შეკრება ახსენონ, სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სადაც მითითებულია, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, შეკრების უფლების დარღვევის ფაქტების გამოსაძიებლად

მმართველი გუნდი გახარიას პარტიას ინიციატივას ეხმაურება, რომელიც შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების ინიციატივით გამოდის. ოპოზიციური ფრაქციის განცხადებით, ბოლო პერიოდში მიღებული რეგულაციები ზღუდავს მოქალაქეთა გამოხატვისა და პროტესტის თავისუფლებას.

საპარლამენტო უმრავლესობაში ოპონენტებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეახსენეს.

მათი განცხადებით, გახარიას გუნდის წევრების მხრიდან პროტესტის უფლებებზე საუბარი ცინიზმია, რადგან სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს სწორედ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს ძალის გადამეტების ფაქტებზე დაავალა ეფექტიანი გამოძიების ჩატარება, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა.

"არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, რომ სიტყვა შეკრება-მანიფესტაცია ახსენონ, გამომდინარე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევის ფაქტები, 19-20 ივნისს, გამოძიებულ იქნეს. გამოძიებამ გამოავლინა, რომ გიორგი გახარია არის ბრალდებული კონკრეტულ საქმეში, ახლა კი ის გაქცეულია საქართველოდან და გაურბის მართლმსაჯულებას. შესაბამისად, მისი პარტიის არცერთ წევრს არავითარი მორალური, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური უფლება არ აქვს, რომ სიტყვა შეკრება და მანიფესტაცია ახსენოს.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ კანონმდებლობას, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში ცვლილებები სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ჩასწორებები, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ამავდროულად სტრასბურგის სტანდარტებთან. ვინც აპროტესტებს აღნიშნულ ცვლილებებს, იგი აპროტესტებს რეალურად სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და შეუძლიათ, რომ თავიანთი პროტესტი დააფიქსირონ სტრასბურგში," - აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები