თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა. ბრალდების მხარე სასამართლოში მტკიცებულებების წარდგენას განაგრძობს.
"გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება იმაში, რომ ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედება და დაკვალიფიცირებულია ის ქრთამის აღებად. ბრალდების მხარე დადგენილებაში ასახავს, რომ ის გარკვეულ "ქოლ-ცენტრებს", რომლებიც ორი სხვადასხვა შპს-ის ბაზაზე ფუნქციონირებდა დროის სხვადასხვა პერიოდში, ქალაქ თბილისში, უწევდა მფარველობას. "ქოლ-ცენტრის" მეწილე დღეს დაიკითხა სასამართლოში, რომელმაც დაადასტურა მისი მონაწილეობა ზმო აღნიშნულ საკითხში, ასევე, დაადასტურა და მიუთითა იმ პირების სესახებ, ვინც მასთან ერთად ეწეოდა იმავე საქმიანობას. მან განმარტა, რომ გარკვბეული ტანხა, მოგების ნაწილი მიდიოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მას ინფორმაცია ჰქონდა, რომ აღნიშნულ თანხას იღებდა გრიგოლ ლილუაშვილი. დარჩენილი მეწილეები არიან ის პირები, რომლებიც წარმოადგენენ გრიგოლ ლილუაშვილის ახლო გარემოცვას და, შესაბამისად, ეს ადამიანებიც დაიკითხებიან სასამართლოში," - აცხადებს საქმის პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.