სერბეთის პრეზიდენტს ელოდებიან დღეს თბილისში. ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოში მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ჩამოდის.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დახვედრის ოფიციალური ცერემონია ათონელის რეზიდენციაში 15:30 საათზე შედგება. დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა, სადაც "მხარეები ორმხრივი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ" - ნათქვამია ინფორმაციაში.