ხაშურში მომხდარ ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულს, სავარაუდოდ, დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. ამის შემდეგ სასამართლო მისი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
შსს-ს ინფორმაციით, წარსულში ნასამართლევმა პირმა, ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი მოკლა და მიიმალა. პოლიციამ ის ცხელ კვალზე დააკავა; ამოღებულია დანაშაულის იარაღი. ძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.