15 ივნისი 2026,   10:10
ვრცლად
აშშ-სა და ირანს შორის მემორანდუმის ტექსტი შეთანხმებულია - ხელმოწერა 19 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება

აშშ-სა და ირანს შორის მემორანდუმის ტექსტი შეთანხმებულია. ხელმოწერა 19 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება - ინფორმაციას უკვე ადასტურებს თეირანი და ვაშინგტონი.

"ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმება სრულად დასრულებულია. ვულოცავ ყველას!" - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ის უკვე გასცემს განკარგულებას შეერთებული შტატების საზღვაო ბლოკადის დაუყოვნებლივ მოხსნის შესახებ.

ირანული მედიის ცნობით, მემორანდუმი 14 პუნქტისგან შედგება და მოიცავს: მუდმივი ცეცხლის შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში; აშშ-ის ვალდებულებას, არ ჩაერიოს ირანის შიდა საქმეებში; აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნასა და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას 30 დღის ვადაში; აშშ-ის ძალების ირანიდან გაყვანას. თუმცა შეთანხმების კონკრეტული პუნქტები ოფიციალურად, ჯერჯერობით, არცერთ ქვეყანას არ დაუდასტურებია.

დღის ამბები