E ჯგუფიდან გასვლაზე თამამი განაცხადი გააკეთა კოტდ’ივუარის ნაკრებმა, რომელმაც რამდენიმე საათის წინ მისი უშუალო კონკურენტი, ეკვადორი 1:0 დაამარცხა. ორივე ნაკრების მცდელობის მიუხედავად, პირველი და უკანასკნელი გოლი მხოლოდ თამაშის 90-ე წუთზე დაფიქსირდა - აფრიკელთა სწრაფი შეტევა ზუსტი დარტყმით „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა დიალომ დაასრულა.