"დიდი შვიდეულის" სამიტის წინ, ჟენევაში გამართული 20-ათასიანი დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. რადიკალურად განწყობილმა პირებმა ავტომობილი დაწვეს და ბანკის ვიტრინები ჩაამსხვრიეს, ქვებს ისროდნენ სპეცრაზმის მიმართულებით. პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენა - დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.
აქციის მონაწილეები, მათ შორის გარემოსდამცველები და ანტიკაპიტალისტები, დონალდ ტრამპის პოლიტიკასა და ტარიფებს აპროტესტებდნენ.