15 ივნისი 2026,   13:31
ვრცლად
გივი მიქანაძე: ეროვნული გამოცდები 2 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით, 12 ქალაქში ჩატარდება

ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია - გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკით დასრულდება. დეტალური ინფორმაცია შესაბამის ვებგვერდზეა განთავსებული. 

მასწავლებელთა გამოცდები იწყება 5 ივლისიდან, 17 ივლისს კი სტუდენტთა საგრანტო კონკურსი გაიმართება.

„ეროვნული გამოცდები წელს ჩატარდება 2 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით. ვიწყებთ ტრადიციულად, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით, ხოლო 22 ივლისს იქნება ფიზიკის გამოცდა. ასევე, 23-24 ივლისს იქნება სამაგისტრო მიმართულების გამოცდა და ასევე, ივლისში ჩატარდება მასწავლებელთა გამოცდები, რომელიც 29 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. ჩატარდება საგამოცდო პროცესის 24 ადგილას, რომელიც განაწილებული არის 12 ქალაქში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეგიონი არის მოცული“, - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე

დღის ამბები