16 ივნისი 2026,   12:08
ვრცლად
მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს

მეხანძრე-მაშველებმა, 14-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, 2 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

"საძიებო სამუშაოები თბილისისა და რუსთავის მასშტაბით, მტკვრის სანაპიროებზე 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობდა. მასში ყოველდღიურად ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, მყვინთავთა ჯგუფები, შესაბამისი ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით.

ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები", - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. 

დღის ამბები