კალიფორნიაში, ედვარდსის ავიაბაზიდან აფრენის შემდეგ, სტრატეგიული ბომბდამშენი B-52 ჩამოვარდა. კატასტროფას 8 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას ავიაბაზის პრესსამსახური ადასტურებს.
შემთხვევის შედეგების შესახებ დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ბაზის ადმინისტრაციის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.
B-52 კომპანია "ბოინგის" მიერ შექმნილი მრავალფუნქციური სტრატეგიული ბომბდამშენია, რომელიც შორ მანძილზე ბირთვული და კონვენციური იარაღით დარტყმების განსახორციელებლად არის განკუთვნილი.
ამჟამად აშშ-ს საჰაერო ძალების შეიარაღებაში 76 ერთეული B-52-ია, რომლებიც, მათ შორის, ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციებშიც მონაწილეობდნენ.