სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში შშმ პირთათვის მომსახურებების მისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დისკუსიის ფორმატში განიხილეს კონკრეტული რეკომენდაციები და მათი დანერგვის გზები.
სააგენტოში აცხადებენ, რომ პრიორიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიღების გამარტივება, ასევე, დისტანციურ მომსახურებაზე მისაწვდომობის გაზრდაა.
"შეხვედრის მიზანი არის, რომ ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის და მათი რეალიზების ხელშეწყობის კუთხით. იუსტიციის სამინისტროსთვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფო სერვისზე წვდომა იყოს მაღალი", - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე.