17 ივნისი 2026,   19:22
ვრცლად
ლევან სანიკიძის საჯარო სივრცეში შეურაცხყოფისთვის, სასამართლომ გია კაჭკაჭური სამართალდამრღვევად ცნო

საჯარო სივრცეში ლევან სანიკიძის შეურაცხყოფისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად გია კაჭკაჭური ცნო.

კანონდარღვევის ფაქტი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ გამოავლინა და სასამართლოს მიმართა. მოსამართლემ გია კაჭკაჭური ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლის დამრღვევად ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა განუსაზღვრა.

"სამმართველოს შესაბამისმა თანამშრომლებმა დააიდენტიფიცირეს სავარაუდო სამართალდარღვევა, კერძოდ, მოქალაქე გია კაჭკაჭურის მიერ, სოციალურ სივრცეში განხორციელებული შეურაცხყოფის ფაქტზე, რაც მიემართებოდა ბატონ ლევან სანიკიძეს. მოხდა რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის წარმოების მასალები გადაიგზავნა სასამართლოში. აღნიშნული სამმართველო მონიტორინგს ახდენს სწორედ ღია წყაროებზე დაყრდნობით", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ანა კაკიაშვილმა.

დღის ამბები