შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საბაჟო გამშვები პუნქტ "სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი შემოწმებისას, დიდი ოდენობით - 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.