19 ივნისი 2026,   13:34
ვრცლად
"საქართველოს მელიორაცია" 19 ივნისიდან მდინარე იორის აუზში წყლის ნაკადის მოსალოდნელი მატების გამო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს

"საქართველოს მელიორაცია" საგარეჯოს, გურჯაანის, დედოფლისწყაროსა და თიანეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას მდინარე იორის აუზში შესაძლო წყლის ნაკადის მატების შესახებ აფრთხილებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უხვი ნალექის შემდეგ განსაკუთრებული სიფრთხილე მდინარისა და მაგისტრალური არხების მიმდებარედ მცხოვრებლებს მართებთ.

"შპს "საქართველოს მელიორაცია" გაცნობებთ, რომ 19 ივნისიდან მდინარე იორის აუზში მოსალოდნელია წყლის ნაკადის მატება, რაც უხვმა ნალექმა გამოიწვია.

მდინარე იორს ახასიათებს სეზონური წყალმოვარდნები. უხვმა ნალექმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სარწყავი არხების გამტარუნარიანობაზე, მდინარის მიმდებარედ არსებულ გზებზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებსა და საძოვრებზე.

უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და შესაძლო საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, შპს "საქართველოს მელიორაცია" საგარეჯოს, გურჯაანის, დედოფლისწყაროსა და თიანეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას მდინარის, მაგისტრალური არხებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ არსებული ვითარება და დაიცვათ უსაფრთხოების წესები, რათა თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები და არასასურველი სირთულეები", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები