"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, ამჯერად შეხვედრას იმერეთში მართავენ.
კონფერენციის მონაწილეები შეხვედრების მნიშვნელობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში, ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია:
"ახალგაზრდების ჩართულობა დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში საკმაოდ მნიშვნელოვანია და საკმაოდ ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს უპირველეს ყოვლისა საზოგადოების განვითარებაში, ვინაიდან ახალი თაობა, ჩვენი ქვეყნის მომავალი და ქვეყნის წარმატების მთავარი პირობაა. საქართველოს მასშტაბით სავალდებულოც კი არის მსგავსი კომუნიკაცია ჯანსაღ სივრცეში, ვინაიდან კიდევ უფრო ჯანსაღ შედეგებზე გავიდეთ," - აცხადებს კონფერენციის მონაწილე ლიზი ქუმსაძე.
შეხვედრა 12 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან ქალაქ წყალტუბოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
კონფერენციაზე, ორგანიზაციის სამომავლო გეგმებსა და რეგიონულ პროექტებზე მსჯელობენ.
შეხვედრას ცოტნე ივანიშვილი, ლაშა ტალახაძე და ვიქტორ სანიკიძე ესწრებიან.