22 ივნისი 2026,   02:37
ვრცლად
"მოლდოვის პრაიდის" ფარგლებში, კიშინიოვში ერთნაირსქესიანთა სიმბოლური ქორწინებები გაიმართა

მოლდოვაში ლგბტქი+ საიუბილეო, 25-ე ფესტივალის - „Moldova Pride 2026“-ის ფარგლებში, დედაქალაქის ცენტრში ერთნაირსქესიან წყვილთა სიმბოლური ქორწინების ცერემონიები გაიმართა.

აქტივობა რომელიც „პრაიდ პარკის“ პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, წლევანდელი ღონისძიების მთავარ მოვლენად იქცა.

ორგანიზატორების განცხადებით, სიმბოლური ცერემონიის მიზანი ქვეყანაში ერთნაირსქესიან წყვილთა სამართლებრივი აღიარების პრობლემისა და ამ ოჯახების უფლებრივი მდგომარეობის თემის გააქტიურებაა.

წლევანდელი ფესტივალი მთავარი გზავნილით - “სიყვარული ქმნის. კანონი იცავს“ მიმდინარეობს. კამპანიის ორგანიზატორები ხაზს უსვამენ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნის აუცილებლობას.

„Moldova Pride 2026-ის მთავარი აქცენტი წელს სწორედ ვიზუალიზაციასა და სამართლებრივ დაცვაზე კეთდება. სიმბოლური საქორწინო ცერემონიებით თემმა საჯაროდ განაცხადა იმ ოჯახების არსებობის შესახებ, რომლებსაც ესაჭიროებათ თანაბარი უსაფრთხოება და სამართლებრივი გარანტიები სახელმწიფოს მხრიდან,“ - აღნიშნავენ უფლებადამცველები.

კვირეული, რომელიც 16-დან 21 ივნისამდე გრძელდება, სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებებს აერთიანებს. მათ შორისაა რეგიონული პლატფორმა „აღმოსავლეთ ევროპის კოალიციის კონფერენცია“, სადაც ექსპერტებმა და აქტივისტებმა სამართლებრივი გამოწვევები განიხილეს და სამოქალაქო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

კვირეულის პროგრამა კიშინიოვის ქუჩებში დაგეგმილი ტრადიციული მარშით სრულდება.

დღის ამბები