იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპის კრიტიკას პასუხობს. ტრამპმა მელონი მეგობრობის გამოყენებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამ გზით იტალიის პრემიერი საკუთარი რეიტინგების გაზრდას ცდილობს.
მელონიმ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და თქვა, რომ მისი პოპულარობა არა უცხოელ ლიდერებთან ურთიერთობაზე, არამედ იტალიის ეროვნული ინტერესების დაცვაზეა დამოკიდებული.
იტალიის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ მისი ქვეყანა სუვერენულია და მის პოლიტიკას სხვები ვერ განსაზღვრავენ.