თბილისში, დიდუბეში, სატვირთო მანქანას დაეცა რკინის კონსტრუქცია, რომლითაც დატვირთული იყო.
თვითმხილველების ცნობით, სატვირთოს მძღოლმა დაამუხრუჭა, რა დროსაც, რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, რომელიც ავტომობილს გადაჰქონდა, გადმოცვივდა და მისივე კაბინას დაეცა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ნინი ქოჩიაშვილი