21 ივნისი 2026,   14:03
ვრცლად
სპორტის მინისტრმა ბადმინტონის ევროპის კონფედერაციის ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სპორტის მინისტრმა ბადმინტონის ევროპის კონფედერაციის ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველოში სპორტის სახეობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში, კონფედერაციის წარმომადგენლები, მინისტრთან ერთად, თბილისში მიმდინარე "გია ენუქიძის ღია მემორიალურ ტურნირს" დაესწრნენ.

შეჯიბრება სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ბადმინტონის პოპულარიზაციას ემსახურება.

დღის ამბები