21 ივნისი 2026,   17:18
ვრცლად
ინგლისში, სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა

ინგლისში, ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციის ცნობით, შეჯახება ლონდონის ჩრდილოეთით, ბედფორდის მახლობლად მოხდა.

რკინიგზის, საზღვაო და ტრანსპორტის მუშაკთა ეროვნულმა პროფკავშირმა განაცხადა, რომ გარდაცვლილი მატარებლის მემანქანე იყო.

აღმოსავლეთ ინგლისის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად, დაახლოებით 90 ადამიანი დაშავდა და ადგილზე 20-ზე მეტი სასწრაფო დახმარების მანქანა გაიგზავნა.

შაბათის მონაცემებით, საავადმყოფოში 28 ადამიანი რჩება, რომელთაგან ცხრა კრიტიკულ მდგომარეობაშია.

პოლიცია მომხდარის დეტალებს იძიებს.

დღის ამბები