22 ივნისი 2026,   13:32
ვრცლად
პარლამენტი საქართველოს სახალხო დამცველს უსმენს - ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ანგარიში ლევან იოსელიანმა წარადგინა

პარლამენტი საქართველოს სახალხო დამცველს უსმენს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ანგარიში ლევან იოსელიანმა წარადგინა.

დოკუმენტი ეხება 2025 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას.

ანგარიშში საუბარია ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე, აქციებზე დაკავებული პირების უფლებრივ მდგომარეობაზე, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებსა და სხვა არაერთ საკითხზე.

"გამოწვევად რჩება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდება, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. პირთა უკანონო დაკავება და პატიმრობის შემთხვევები. მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, 2024 წელთან შედარებით, აქტივისტთა დაკავებისა და აქციების მონაწილეთა მიმართ, სავარაუდო, არასათანადო მოპყრობის ფაქტების რაოდენობა შემცირებულია, რაც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული აქციების მასშტაბების შემცირებასთან. ამის მიუხედავად,. არაერთი დაკავებული პირი მიუთითებდა მის მიმართ არასათანადო, მათ შორის, დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე. გასულ წელსაც დავინტერესდით იმ ღონისძიებებით, რომლებსაც ახორციელებს სახელმწიფო ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვა-ინვენტარიზაციას და ამ ძეგლების კონსერვაცია-რესტავრაციის მიზნით", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანის მოსმენის შემდეგ, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის ანგარიშის აღსრულების მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრეს.

დღის ამბები