დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოეხმაურა. დონალდ ტრამპის განცხადებით, კირ სტარმერის კაბინეტის გადადგომა ენერგეტიკულმა კრიზისმა, საიმიგრაციო პრობლემებმა და მზარდმა კრიმინალმა განაპირობა.
ჟურნალისტებთან საუბრისას, თეთრი სახლის ლიდერმა უკმაყოფილება გამოთქვა ირანის კრიზისის დროს ლონდონის მხრიდან არასაკმარისი მხარდაჭერის გამო. საგარეო პოლიტიკურ უთანხმოებებთან ერთად, ტრამპმა გააკრიტიკა გაერთიანებული სამეფოს შიდა ეკონომიკური და ენერგეტიკული სტრატეგიაც.