23 ივნისი 2026,   14:11
ვრცლად
ბოლო წლებში საქართველო აქტიურად მუშაობს საჯარო სერვისების განვითარებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციასა და ციფრული მმართველობის გაძლიერებაზე - პაატა სალია

"ბოლო წლებში, საქართველო აქტიურად მუშაობს საჯარო სერვისების განვითარებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციასა და ციფრული მმართველობის გაძლიერებაზე," - ამის შესახებ განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრი, პაატა სალიამ საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.   

ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნეს.  

"ძლიერი სახელმწიფო იწყება ძლიერი საჯარო სამსახურით. მოქალაქეს სურს, რომ სახელმწიფო იყოს ხელმისაწვდომი, ეფექტიანი, სამართლიანი და სანდო. სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს წლევანდელი ფორუმის თემა. დღეს საჯარო სექტორის ტრანსფორმაცია აღარ არის მხოლოდ განვითარების ერთ-ერთი მიმართულება. ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა. ბოლო წლებში, საქართველო აქტიურად მუშაობს საჯარო სერვისების განვითარებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციასა და ციფრული მმართველობის გაძლიერებაზე. ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ყველა წარმატებული რეფორმა, სწორედ მაშინ ხორციელდება, როდესაც მათი მთავარი მიზანი ადამიანია, ხოლო მთავარი საყრდენი მოქალაქის ნდობა. ხშირად, სწორედ ასეთ შეხვედრებზე იბადება ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მოგვიანებით რეალურ პოლიტიკად და რეალურ შედეგებად გარდაიქმნება ხოლმე", - აცხადებს პაატა სალია.  

საქართველოს დედაქალაქში იმყოფება არაერთი დელეგაცია 100-ზე მეტი ქვეყნიდან. განხილვის მთავარი თემებია ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, მონაცემთა დაცვა, ინკლუზიური მმართველობა, კორუფციასთან ბრძოლა, მოქალაქეთა ჩართულობის და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა. სამი დღის განმავლობაში გაიმართება პლენარული სესიები და სამუშაო ჯგუფების შეხვედრები. 

დღის ამბები