მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ხორვატიის ნაკრებმა პირველი გამარჯვება და 3 ქულა მოიპოვა. ევროპელებმა პანამა დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.
მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა - მეორე ტაიმში, 54-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ანტე ბუდიმირმა თავისი შანსი გამოიყენა და გუნდს გამარჯვება მოუტანა. შედეგად, ხორვატია მერვედფინალის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.
რაც შეეხება პანამას, გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა და მსოფლიო ჩემპიონატს ოფიციალურად დაემშვიდობა.