დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა. თარიღი ბათუმში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება. ტარდება საზღვაო აკადემიის კურსანტების ტრადიციული საზეიმო მსვლელობა, ევროპის მოედანზე კი მთელი დღის განმავლობაში საბავშვო-შემეცნებითი სივრცეები იქნება განთავსებული.
საზღვაო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა - დღეისთვის საქართველოს 21 ათასამდე სერტიფიცირებული მეზღვაური ჰყავს. დღესასწაული საღამოს, ოფიციალური მიღებითა და კონცერტით დასრულდება.