25 ივნისი 2026,   11:24
ვრცლად
ალავერდის მონასტრის მიმდებარედ ტურისტული და საპარკინგე პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ახმეტის მუნიციპალიტეტში, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, შემეცნებით-ტურისტული სივრცისა და საპარკინგე ინფრასტრუქტურის პროექტირების კონკურსი გამოაცხადა.

"პროექტის მიზანია ალავერდის მონასტრის მნიშვნელობის გათვალისწინებით ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ერთიანად მოიცავს საინფორმაციო, საგანმანათლებლო და დასასვენებელ სივრცეებს. ამასთან, ვიზიტორთა ნაკადების მართვა უნდა გახდეს უფრო მარტივი, ორგანიზებული და უსაფრთხო", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები