26 ივნისი 2026,   03:54
ვრცლად
აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის, ზურა მესხის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ხსოვნის საღამო გაიმართა

აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის, ზურა მესხის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ხსოვნის საღამო გაიმართა. კონცერტის ფორმატის ღონისძიებას გარდაცვლილი გმირის ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და ახლობლები დაესწრნენ.

სცენაზე შემსრულებლებმა თემატური მუსიკალური ნომრები და კომპოზიციები შეასრულეს. შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ზურა მესხის ღვაწლი და ის საბრძოლო ეპიზოდები, რომლის დროსაც ის 30-ზე მეტი წლის წინ გაუჩინარდა.

დღის ამბები