26 ივნისი 2026,   06:13
ვრცლად
მეზღვაურის საერთაშორისო დღის საზეიმო ღონისძიება ბათუმში - დღეისათვის ქვეყანას 21 000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური ჰყავს

მეზღვაურის საერთაშორისო დღის საზეიმო ღონისძიება ბათუმში გაიმართა. დღეს ტრადიციული ფიცი დადეს საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლება.

საზღვაო სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა.

ამიტომ, სიტყვით გამოსვლების დროს, ყურადღება გამახვილდა საზღვაო სფეროს მნიშვნელობაზე.

ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა, განათლების ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებამ, საერთაშორისო აღიარების გაფართოებამ და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციამ ქართველი მეზღვაურების კონკურენტ უნარიანობა გააძლიერა. მეზღვაურის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, დაღუპულ მეზღვაურებს პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. დღეისათვის ქვეყანას 21 000-მდე სერტიფიცირებული მეზღვაური ჰყავს.

დღის ამბები