26 ივნისი 2026,   06:13
ვრცლად
გაუმჯობესებული რეიტინგი - კარგი მმართველობის ინდექსით, საქართველო მსოფლიოს მასშტაბით დაწინაურების პარალელურად, ევროპისა და აზიის კონტინენტზეც ლიდერობს

კარგი მმართველობის ინდექსით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით დაწინაურების პარალელურად, პრაქტიკულად ლიდერობს ევროპისა და აზიის კონტინენტზეც. ქვეყანა ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ბიუროკრატიის ხარისხით, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში უპირობოდ პირველ ადგილზეა. საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია, გამოკითხვის დროს სახელმწიფო სერვისების შეუფერხებელ მუშაობას და მისი კრიზისების მიმართ მედეგობას ზომავს.

ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე საჯარო მოსამსახურეების სტიმულირება რომ ხელისუფლების პრიორიტეტია, ამაზე ვრცლად დღეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ისაუბრა. ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ჩენდლერის ინსტიტუტმა დაადასტურა, რომ საქართველო სერვისების მიწოდებისა და ბიუროკრატიის გამართულობის დონით, ევროკავშირის კანდიდატ და წევრ არაერთ ქვეყანას უსწრებს.

მმართველობის ეფექტურობის ინდექსისა და ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტის ობიექტურობის არ სჯერათ ოპოზიციაში. უნდობლობის მიზეზს ვერ ხსნიან, თუმცა ამტკიცებენ, რომ საქართველო ამ კუთხით, დაბალი განვითარების მქონე ქვეყნების სიაშია.

ჩენდლერის ინსტიტუტის ანგარიში მორიგი აღიარებაა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველი პირებისთვის. ლიდერების თქმით, ქვეყანას მშვიდობისა და სუვერენიტეტის დაცვამ, ყველა მიმართულებით უპრეცედენტო პროგრესის შესაძლებლობა მისცა. ამ ფონზე, კი საქართველოს მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები მიკერძოებულობისა და ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითია.

ბიუროკრატიისა და კარგი მმართველობის რეიტინგს ჩენდლერის ინსტიტუტი ყოველწლიურად აქვეყნებს. ბოლო მონაცემებით, საქართველო რეიტინგში ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და ევროგაერთიანებისა და ნატოს წევრ 18 სახელმწიფოსაც უსწრებს.

 

დღის ამბები