26 ივნისი 2026,   14:05
ვრცლად
სამართალდამცველებმა წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იძებნებოდნენ.

სამართალდამცველებმა მსჯავრდადებულები ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სხვადასხვა დროს ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

დღის ამბები