26 ივნისი 2026,   20:18
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: მთავარი შედეგი რაც აქვს ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას არის ის, რომ 14 წლის განმავლობაში ჩვენ უწყვეტად შევინარჩუნეთ მშვიდობა, შევაჩერეთ ინტერვენციის ყველა ფორმა ჩვენს ტერიტორიაზე, წარმატებით ვახორციელებთ არაღიარების პოლიტიკას

მთავარი შედეგი რაც აქვს ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას არის ის, რომ 14 წლის განმავლობაში ჩვენ უწყვეტად შევინარჩუნეთ მშვიდობა ამ ქვეყანაში, ჩვენ შევაჩერეთ ინტერვენციის ყველა ფორმა ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ არაღიარების პოლიტიკას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის კონკრეტული შედეგები, რითაც გამოირჩევა ქვეყანა ამ 14 წლის განმავლობაში და რომ არა პრაგმატული პოლიტიკა, ეს ვერ მოხერხდებოდა.

„რაც შეეხება არაპრაგმატულ პოლიტიკას, მე მინდა შეგახსენოთ რა ხდებოდა 2022 წლის თებერვალში და მარტში განსაკუთრებით საქართველოში, აი აქ პარლამენტის შენობის წინ ეწყობოდა საპროტესტო აქციები ხელისუფლების წინააღმდეგ უკრაინის ომთან დაკავშირებით. რას ითხოვდნენ დღემდე ვერ გავიგე. სპეციალური ბრიფინგი ჩავატარეთ ამასთან დაკავშირებით, მე პირადად დავდექი ტრიბუნასთან და ვკითხე ოპოზიციას, რა უნდა გაგვეკეთებინა უკრაინისთვის, რასაც არ ვაკეთებდით? აი ეს კითხვა დავსვი მარტივად, ნული პასუხი იმიტომ, რომ პასუხი არ ჰქონდათ. ერთადერთი გამოვიდა მგონი ელისაშვილი, რომელმაც თქვა, რომ იარაღი მიაწოდეთო. ნუ გასაგებია სხვებმა, სხვებს მეტი ჭკუა ეყოთ და ასეთი რაღაც ვერ თქვეს. მაგრამ საბოლოო ჯამში პასუხი არ არსებობდა ამაზე, მაგრამ ითხოვდნენ რას? ესკალაციას. გახსოვთ, როდესაც უარი თქვა საქართველომ სანქციების დაწესებაზე, ეხლა გამოდიან და ამბობენ, რომ სანქციებს არ ვითხოვდითო. მაშინ აქციები ეწყობოდა ამ მოთხოვნით, თებერვალში, მარტში 2022 წელს, სანქციების დაწესების მოთხოვნით, მებრძოლი მოხალისეები - ამასთან დაკავშირებით იმართებოდა აქციები და მაშინ იყო ძალიან მძიმე ემოციური ფონი, ჩვენ არავინ დაგვიდგა მხარში, შიდა პოლიტიკურ სპექტრს ვგულისხმობ არავინ, არცერთი პოლიტიკური ძალა ამ მძიმე წუთებში არ დაუდგა ხელისუფლებას გვერდით. მაშინ ჩვენი გვერდით დგომა არ ნიშნავდა ხელისუფლების გვერდით დგომას, ეს იყო ქვეყნის ეროვნული ინტერესების გვერდით დგომა. არცერთი ადამიანი არ გამოვიდა და ეს არის არა არაპრაგმატული პოლიტიკა, უფრო სწორად რომ შევხედოთ, ეს არის ღალატის გამოძახილი. აი ეს ადამიანები, რასაც ჩვენ ხან რადიკალურ ოპოზიციას ვუწოდებთ ან ზოგადად ბევრ ეპითეტს იმსახურებენ, ეს ადამიანები პირდაპირ გვიბიძგებდნენ ჩვენ ესკალაციისკენ და კიდევ ერთხელ, ეს არ იყო არაპრაგმატული პოლიტიკა, ეს იყო ღალატი საკუთარი ქვეყნისა, საკუთარი ხალხის წინაშე.

 

ჩვენ ვიმოქმედეთ სხვა ღირებულებებით და სხვა პრინციპებით და ჩვენ ვიმოქმედეთ პრაგმატული პოლიტიკით და ეროვნული ინტერესების შესაბამისად და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ რა თქმა უნდა მოქმედებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები