27 ივნისი 2026,   17:32
ვრცლად
ქუთაისში "გემოფესტი" გრძელდება - კულინარიულ ფესტივალში იმერეთის მასშტაბით 18 ობიექტი მონაწილეობს

ქუთაისში "გემოფესტი" გრძელდება. რიგით მეოთხე კულინარიულ ფესტივალში იმერეთის მასშტაბით 18 ობიექტი მონაწილეობს, რომლებიც დამთვალიერებელს როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე იმერულ კერძებს სთავაზობენ.

ღონისძიება, რომელიც 28 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, კვების ზონების გარდა, აგრომარკეტსა და საბავშვო სივრცეებსაც აერთიანებს. "გემოფესტის" მთავარი მიზანი გასტრონომიული ტურიზმის განვითარება და იმერეთში მოგზაურთა ნაკადის გაზრდაა.

ფესტივალის მასპინძლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არიან.

დღის ამბები