სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ჭაბუკი ძიუდოისტები და 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრები მიიღო და დალოცა. სპორტსმენები მნიშვნელოვანი ტურნირებისთვის ემზადებიან: ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრებიან, ხოლო 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები საქართველოში დაგეგმილი მსოფლიო თასისთვის იბრძოლებს.
შეხვედრას სასულიერო პირებთან ერთად სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა სტუმრებს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ჯვრები გადასცა.