27 ივნისი 2026,   23:20
ვრცლად
100 მილიონი დოლარი ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის და 30 მილიონი, ლიბანის შეიარაღებული ძალების გასაუმჯობესებლად - ვაშინგტონის შუამავლობით შეთანხმება მიღწეულია

100 მილიონი დოლარი ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის და 30 მილიონი ლიბანის შეიარაღებული ძალების გასაუმჯობესებლად - მიზანი ლიბანის მთელ ტერიტორიაზე მშვიდობის დამყარებაა. ვაშინგტონის შუამავლობით შეთანხმება მიღწეულია.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად აფასებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმება რეალისტურ გზას ქმნის უსასრულო კონფლიქტის დასასრულებლად, "ჰეზბოლას" განიარაღებისთვის და მისი ტერორისტული ინფრასტრუქტურის ჩამოსაშლელად.

საერთაშორისო მედიის ცნობით, ხელმოწერილი დოკუმენტი სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის ჯარების ნაწილობრივ გაყვანას გულისხმობს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ხელმოწერილი შეთანხმება ისრაელელ ჯარისკაცებს ბუფერულ ზონაში დარჩენის საშუალებას მისცემს. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი სამხრეთ ლიბანში ორ "საპილოტე ზონას" შექმნის.

სამმხრივი შეთანხმების მიღწევას ლიბანის პრეზიდენტიც მიესალმა. ჟოზეფ აუნი დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალებით ლიბანი სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას აღადგენს.

ლიბანისა და ისრაელის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები აპრილიდან მიმდინარეობს. სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მხარეებმა ხელი აშშ-ის შუამავლობით მოაწერეს.

 

დღის ამბები