ისტორიული "თეთრი ხიდი", 18 ადგილობრივი მეწარმე და, ტრადიციულთან ერთად, თანამედროვე იმერული კერძები - ქუთაისში "გემოფესტი" დღეს სრულდება.
გასტრონომიული ფესტივალი, რომელიც ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სტუმრებს დღესაც ელოდება.
ადგილზე მოწყობილია აგრომარკეტი, ღვინის კუთხეები და ფერადი საბავშვო ზონა პატარებისთვის. ადგილზე მისულ ადამიანებს შეუძლიათ, მოუსმინონ საუკეთესო მუსიკას და ნახონ, როგორია იმერული სტუმართმოყვარეობა.