29 ივნისი 2026,   09:23
ვრცლად
CNN-ის ცნობით, ჰორმუზის სრუტეში მომხდარი მწვავე ესკალაციის შემდეგ, აშშ და ირანი სამხედრო მოქმედებებს დროებით შეაჩერებენ

ჰორმუზის სრუტეში მომხდარი მწვავე ესკალაციის შემდეგ, აშშ და ირანი სამხედრო მოქმედებებს დროებით შეაჩერებენ, რათა სატვირთო გემებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეთ - ინფორმაციას CNN თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე წყაროს ცნობით, კრიზისის განსამუხტად, ვაშინგტონი და თეირანი ხვალ დოჰაში საგანგებო შეხვედრას გამართავენ. შაბათ-კვირას რეგიონში ვითარება უკიდურესად დაიძაბა - შეთანხმების მიუხედავად, მხარეებმა ორმხრივი იერიშები მიიტანეს.

ამერიკულ დარტყმებს ირანმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის ბაზებზე რაკეტებითა და დრონებით უპასუხა.

დღის ამბები