29 ივნისი 2026,   09:44
ვრცლად
საფრანგეთში ავიაკატასტროფას 11 ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთში, ქალაქ ტომბლენთან მცირე ზომის თვითმფრინავის კატასტროფას, 11 ადამიანი ემსხვერპლა. ავიალაინერი, რომელიც პარაშუტისტთა სკოლას ეკუთვნოდა, ნენსი-ესეს აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

დაღუპულთა შორის არიან პილოტი, 5 სტუდენტი და 5 ინსტრუქტორი.

თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს შემთხვევით ასცდა - მომხდარ ტრაგედიას თვითმხილველებთან ერთად, პარაშუტისტების ოჯახის წევრებიც ადევნებდნენ თვალს.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დღის ამბები