01 ივლისი 2026,   03:08
ვრცლად
წარმოვადგინეთ როგორც წერილობითი, აგრეთვე ვიდეო-მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა ნატალია ფერაძის მხრიდან ჩადენილ სამართალდარღვევის ფაქტს - შსს-ს იურისტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 000 ლარით დაჯარიმდა ნატალია ფერაძე, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილმა პირმა შეურაცხყოფა სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილს მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტის, სალომე ქირიას თქმით, სასამართლოში წარმოდგენილი იყო მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა ნატალია ფერაძის სამართალდარღვევის ფაქტს.

"სასამართლოში წარმოვადგინეთ, როგორც წერილობითი მტკიცებულება, აგრეთვე ვიდეო-მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა ქალბატონი ნატალიას მხრიდან ჩადენილ სამართალდარღვევის ფაქტს. სასამართლომ აღნიშნული შეაფასა.
მსჯელობის საკითხი გახდა, ასევე, ის გარემოება რომ სხვა დროს, რამდენიმე თვის წინ, ქალბატონ ნატალიას მსგავს მუხლთან დაკავშირებით უკვე ჰქონდა მოქმედი სახდელი დადებული. შესაბამისად, აღნიშნულმა განსაზღვრა მისი სახდელის ოდენობა და მას სასამართლომ მაქსიმალური ოდენობის ჯარიმა განუსაზღვრა, 3 000 ლარის ოდენობით," - აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა, სალომე ქირიამ.

დღის ამბები