02 ივლისი 2026,   14:14
ვრცლად
კორეული არხი EBS Korea საქართველოს შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კორეის რესპუბლიკიდან შემეცნებითი სამაუწყებლო არხის, EBS Korea-ს გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა.

EBS Korea-ს წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული ადგილების, კულტურისა და ისტორიის შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებენ გადაცემისთვის "World Theme Travel", რომელსაც მილიონობით კორეელი მაყურებელი იხილავს.

პრესტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა გადაიღეს თბილისის ისტორიული უბნები, ახალციხის ციხე, საფარის მონასტერი.

ტურის მონაწილეები გაემგზავრნენ აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში ასევე მოინახულეს იმერეთისა და რაჭის ღირსშესანიშნაობები, ესტუმრნენ კახეთს და თუშეთს.

დღის ამბები