02 ივლისი 2026,   23:12
ვრცლად
არ ექნებათ სამართლიანი მიდგომებით ურთიერთობა კანდიდატ ქვეყნებთან? ეს მხოლოდ და მხოლოდ გააღრმავებს ევროსკეპტიციზმს და ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა შემცირდება - დავით მათიკაშვილი

რასა იუკნევიჩიენეს ხელმძღვანელობით, საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის მიღების შემდეგ, ევროპარლამენტი სოციალურ ქსელში საქართველოსთან დაკავშირებით გზავნილს ავრცელებს.

გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოთხოვნილი რეფორმების გარეშე საქართველოს და თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პროგრესი ვერ ექნება. ევროპარლამენტი პროგრესულად აფასებს უკრაინისა და მოლდოვის მიღწევებს, რაც "ქართული ოცნების" შეფასებით, უსამართლო დამოკიდებულების და ორმაგი სტანდარტის ნათელი დასტურია.

მმართველ გუნდში გაიხსენეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ინდექსები, სადაც საქართველო ყველა კრიტერიუმით ლიდერია.

ევროპარლამენტის განცხადებასა და ევროსტრუქტურების მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი საუბრობს.

"უსამართლო თავდასხმაზე შეიძლება ერთი პასუხი გაეცეს: არ იქნება ევროკავშირის მხრიდან, ევრობიუროკრატიის მხრიდან დაბრუნება იმ ღირებულებებზე, რა ღირებულებების გარშემოც შეიქმნა ევროკავშირი, არ გახდება კვლავ ევროკავშირი მშვიდობის პროექტი და სამართლიანი მიდგომებით არ ექნებათ ურთიერთობა კანდიდატ ქვეყნებთან? ეს მხოლოდ და მხოლოდ გააღრმავებს ევროსკეპტიციზმს და გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა შემცირდება, რაც ძალიან მძიმე და ცუდია იმ ურთიერთობებისთვის, რაც არსებობს ევროკავშირთან. აქ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი დაიდანაშაულონ განსაკუთრებით ევროპარლამენტარებმა, განსაკუთრებით სააკაშვილის და ქართული აგენტურის მეგობრებმა, რომლებიც დღენიადაგ ცდილობენ საქართველოზე, ქართველ ხალხზე თავდასხმით "გააპრავონ" ის დანაშაულები, რაც ნაცმოძრაობამ 2012 წლამდე ჩაიდინა," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები