03 ივლისი 2026,   01:16
ვრცლად
ქვეყნის მასშტაბით დამატებით 19 საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 19 ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.

სამშენებლო სამუშაოები დაიწყება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, სენაკში, ტყიბულში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულში, დედოფლისწყაროში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში, თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა თიანეთში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში, დმანისში, თეთრიწყაროში, ნინოწმინდაში, გარდაბანში, მარნეულში, ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, კასპში, ხაშურში და ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარში.

 

დღის ამბები