პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის არაპირდაპირი ტექნიკური მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი "პოზიტიური" პროგრესით დასრულდა. ინფორმაციას Abc News-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული მოლაპარაკებები ყატარისა და პაკისტანის შუამავლობით მიმდინარეობდა.
"მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებებს შემდგომშიც გააგრძელებენ", - ნათქვამია შუამავლების განცხადებაში.
მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი უახლოეს პერიოდში დაინიშნება. მოსალოდნელია, რომ ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ირანის ყოფილი ლიდერის, ალი ხამენეის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონია დასრულდება.