თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუგლას პროვინციაში, დატჯას რაიონის სანაპიროსთან, 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
სააგენტოს მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ხმელთაშუა ზღვაში, სანაპიროდან 137,45 კილომეტრის დაშორებით, 19,87 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.