პორტალი www.ekalata.gov.ge არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გავიგოთ საბაზისო სასურსათო პროდუქტზე რომელ ქსელშია საუკეთესო ფასი, - განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ.
მისივე თქმით, პორტალზე ამ ეტაპზე 13 საბაზისო პროდუქტია განთავსებული.
"ინტერესი პორტალის გახსნის დღიდან იყო მაღალი. პირველივე დღეს უნიკალური ვიზიტორების რაოდენობამ 20 000 გადააჭარბა. დინამიკა პირველი ტალღის მერე დასტაბილურდა, თუმცა ტრენდს თუ შევხედავთ, არის ძალიან მზარდი, რადგან პორტალი არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გავიგოთ საბაზისო სასურსათო პროდუქტზე რომელ ქსელშია საუკეთეო ფასი. ასევე თუ გვსურს ავაწყოთ კომბინაცია პორტალი გვაძლევს ძალიან კარგ პრაქტიკულ ინფორმაციას იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ ჩვენი აწყობილი კალათის კომბინაცია სად არის ყველაზე ხელსაყრელ ფასად," - განაცხადა ლექვინაძემ.