ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი ლენტეხის მუნიციპალიტეტში - სამართალდამრღვევმა წიწვოვანი სახეობის 6 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქნის წარმოშობის დოკუმენტაცია გააყალბა და რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე დაასაწყობა.
მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. უკანონოდ მოპოვებული მასალა, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია ლენტეხის საქმიან ეზოში.
საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია საგამოძიებო უწყებაში.