ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას ვლადიმერ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი ადასტურებს.
მისი თქმით, ლიდერებმა საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომი, ორმხრივი ურთიერთობები და მეორე მსოფლიო ომის ისტორიული მემკვიდრეობა განიხილეს.
უშაკოვის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან დასრულებას.